სემეკ-მა ელექტრომობილების დამტენის ქსელზე მიერთების საფასური გაანახევრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმაეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი პირობები აამოქმედა. კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა.
სემეკ-ის ცნობით, შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლით სარგებლობა არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია. სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში.