სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ზურაბიშვილი “ტვიტერში“ წერს, საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებამდე ერთნაირი გზა გაიარეს და ორი ქვეყანა ერთად გაივლის გზას ევროპისკენ.

„უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, მსურს, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე ვუსურვო. საქართველომ და უკრაინამ გაიარეს ერთნაირი გზა თავისუფლებამდე და ჩვენ ერთად გავივლით ჩვენს მომავალ გზას ევროპისკენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები