გოგა ჩანადირი: ძლიერ სახელმწიფოს მამაცი და ადამიანების მოყვარული მოხელეები ქმნიან
“ძლიერ სახელმწიფოს მამაცი და ადამიანების მოყვარული მოხელეები ქმნიან”, – ამის შესახებ ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
“ასეთი უნდა იყოს სახელწიფო მოხელე:
ავღანეთში “თალიბების” მიერ ხელისუფლების მიტაცებისა და ქვეყნის სათავეში არაკანონიერი გზით მოსვლის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ბრიტანეთის ელჩმა, ლორი ბრისტოუმ ქაბული არ დატოვა. არადა, მისი საელჩო დაიკეტა. თავად აეროპორტში გადავიდა და იქედან განაგრძო ვიზების გაცემა იმ ავღანელებისთვის, რომლებიც ბრიტანელებთან მუშაობდნენ და რის გამოც შეიძლება, მათ სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. ასეთი კი, დაახლოებით, 6 ათასი ავღანელია.
ლორის ნაბიჯი თვით ოპოზიციის წინამძღოლებსაც მოეწონათ და მას ტაში დაუკრეს.
“თალიბანის” სისასტიკით სავსე მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს ნამდვილად “ყულფში თავის გაყოფა” გმირობაა ადამიანებისთვის:
ლორი ბრისტოუ ავღანეთში ელჩად 2021 წლის მაისში დაინიშნა და ელისონ ბლოკი შეცვალა. მანამდე, ის მოსკოვის, ანკარის, ბაქოს დიპლომატიურ მისიებში იყო.
ძლიერ სახელმწიფოს მამაცი და ადამიანების მოყვარული მოხელეები ქმნიან”, – წერს ჩანადირი.