ნატო: არ დავუშვებთ, რომ ტერორისტები დაგვემუქრონ

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტერორისტები დაგვემუქრონ. ჩვენ კვლავ მზად ვართ, ტერორიზმს მტკიცედ ვებრძოლოთ“, – აღნიშნეს ალიანსში.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები