დავით ნარმანია ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ტყიბულში წყალმომარაგების სისტემის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სემეკ-ის ცნობით, ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სალიცენზიო პირობების მონიტორინგის ფარგლებში, სემეკ-ის დავალებით ახორციელებს.

დავით ნარმანიასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა – თემურ ჩუბინიძემ, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ – აკაკი მშვიდობაძემ და სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა – გივი ნადირაძემ.

,,წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სისტემით მოსარგებლეთა არსებულს ტანდარტს. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში”, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები