ზურაბ აბაშიძე: ვეცდები მთაწმინდელების ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შეხვედრა ბროსესა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

“ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვისმენ მოქალაქეების რჩევებსა და სურვილებს.  ვეცდები მთაწმინდელების ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა შემდეგ მათთან ერთად ვიზრუნო და ვიშრომო ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის.

მადლობა მინდა, ვუთხრა მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვედრებში მონაწილეობისთვის. თითოეული მათგანისგან იგრძნობა განსაკუთრებული სითბო, მხარდაჭერა და იმედიანი განწყობა“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები