ლაშა ხუციშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
“ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც ისრაელის საელჩო ახორციელებს საქართველოში.
როგორც აღინიშნა, ორივე სახელმწიფოს აქვს კარგი შესაძლებლობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდეს ყველა სფეროში.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.