ბიძინა კულუმბეგოვი: შემოდგომამდე მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს სწავლის დაწყება
“შემოდგომამდე მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს სწავლის დაწყება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში აისახება.
“უსაფრთხო სკოლა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შემოდგომამდე მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს სწავლის დაწყება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის რეგიონებში პედაგოგები სარგებლობენ ძალიან დიდი ავტორიტეტით.
ამიტომ, ნებისმიერი პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, ეს ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მესტიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მასწავლებლები აიცრნენ. მანამდე, პედაგოგები იმუნიზაციის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ განათლების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გამართულ საინფორმაციო სესიებს დაესწრნენ.