91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer- ით აიცრა

91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე) Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.

„დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე). დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი.

დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს!

დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!“, – წერს სასულიერო პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები