ამირან გამყრელიძე: ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას

“ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა, შესაძლებელია, მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც მიაღწიოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“მაგალითად მოვიყვანოთ ისრაელი, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა. იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები