ნიკა მელია: ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული

“ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცხეთაში, ზაალ უდუმაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში გამარჯვება იზეიმონ.

„დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს, მცხეთელებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას“, – აცხადებს მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები