თამარ გაბუნია: ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტლები თბილისშია მოწყობილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არსებობს გეგმა, რომ დანარჩენ რეგიონებშიც განთავსდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალი თბილისშია მოწყობილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არსებობს გეგმა, რომ დანარჩენ რეგიონებშიც განთავსდეს.

მისივე თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის.

„სავალე ჰოსპიტალი დღეს თბილისშია უკვე გაშლილი. ასევე, არის მეორე, სარეზერვო ლოკაციაც. ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არის ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, ამაზე მიდის მუშაობა. როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონში ემატება საწოლები. ზოგ რეგიონში ახლა დაიწყო ინფექციის აღმავლობა, იქ არის მეტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ჯერ საველე ჰოსპიტლები თბილისშია, თუმცა, რა თქმა უნდა, გეგმა არსებობს, რომ თუ საჭირო იქნება, სხვაგანაც შესაძლებელია ამის გაკეთება”, – აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები