კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“COVID-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არა მარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ – სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც. ეს კითხვები შეგიძლიათ, დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა. არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებას და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ შედეგი არ დადგა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
30 წლის ორსული ქალი ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.