ეკატერინე ტიკარაძე: სწავლის განახლების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორი კვირის შემდეგ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას

“მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. დაახლოებით, 2 კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სწავლის განახლებასთან დაკავშირებული მიდგომები ეპიდვითარებაზე დაყრდნობით გადაწყდება.

„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. დაახლოებით, 2 კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. შედეგებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს არსებულ რისკებსა და შედეგებს, რის შემდეგაც საბჭო ერთობლივად იმსჯელებს სწავლის განახლებასთან მიმართებით, რა მიდგომები იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები