სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რევაზ სოხაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, რევაზ სოხაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კანდიდატი ამჯერად მასივში, №28-42-55-56-59-ე საარჩევნო უბნებში შემავალი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა და ამ ეტაპისთვის იქ არსებულ გამოწვევებს გაეცნო. კანდიდატმა ადგილობრივებთან გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მსხვილი პროექტები შეაჯერა და, მოქალაქეებთან ერთად, კონკრეტულ მისამართებზე სამომავლოდ განსახორციელებელი პრიორიტეტული სამუშაოების შესახებაც იმსჯელა. აღნიშნული უბნების მასშტაბით, 2018 წლიდან დღემდე, საგზაო სამუშაოები 17 უბანზე ჩატარდა. მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერს და ორ სპორტულ მოედანს. ასევე, დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ უბნებში, 63 პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები