გიორგი გახარია: მთავარია, სამართლიანობა იყოს მთავარი პრინციპი და არა პრივილეგირებული ხალხის პატარა ჯგუფი

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია კახეთში იმყოფება. გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი გურჯაანშიც გახსნა.

„ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ეს ქაოსი უნდა დავამთავროთ. მთავარი არის, რომ ისევე როგორც ყველგან საქართველოში – გურჯაანშიც, სამართლიანობა იყოს მთავარი პრინციპი და არ იყოს პრივილეგირებული ხალხის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს, რაც ყველას ეკუთვნის – გლეხსაც ეკუთვნის, ყველა ჩვენს მოქალაქეს ეკუთვნის – აი ამას თვითონ როგორც უნდა ისე მოიხმარენ. ეს უნდა დავასრულოთ. არავის ლანძღვას, არავისთან მტრობას, ომს და ჭიდაობას ჩვენ არ ვაპირებთ – წყნარად, მშვიდად მივყვებით და საქმეს გავაკეთებთ. კარგი რაც გაკეთდა – იმას დავიმახსოვრებთ და გავიხსენებთ და რაც ცუდი იყო – ეგ უნდა შევცვალოთ. მიუღებელია უკვე ეს უსაგნო ერთმანეთის ლანძღვა და გინება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფერი ცუდი იყო, მაგრამ ბოლო 2 წელია ერთ ადგილას ვდგავართ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს დასამთავრებელია. ამ ბავშვების გამო წინ უნდა წავიდეთ და საქმე უნდა ვაკეთოთ”,- განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა სამართლიანობისა და საჯარო რესურსებზე მოსახლეობის თანაბარი წვდომის მნიშვნელობაზე.
„არ შეიძლება ასე – არ შეიძლება ყველაფერი პრივილეგირებულ ხალხს მოხმარდეს – ეს ყველას – ხალხს უნდა მოხმარდეს –  ნორმალურ ქვეყანას სხვანაირად ვერ ავაშენებთ. ვანახებთ ყველას მაგალითს, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ლანძღვის გარეშე და რაც მთავარია -ღირსეულად. ყოველთვის, ჩვენს გვერდით იქნებიან კეთილსინდისიერი, არაკორუფციონერი და არანეპოტისტი ადამიანები და განსაკუთრებით ახალგაზრდებს გავუხსნით გზას. აქ გურჯაანში ეს სამწუხაროდ, განსაკუთრებით იგრძნობა – არ შეიძლება წლები ერთი და იგივე ხალხი – სხვებსაც უნდა მიეცეს გასაქანი და სხვებსაც უნდა მიეცეთ გზა”, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები