ნათია მეზვრიშვილი: ჩვენი მხარდაჭერის ხარისხს განვსაზღვრავთ მოსახლეობასთან შეხვედრებითა და იმ განწყობებით, რაც ჩვენი პარტიისა და ლიდერის მისამართით მოდის
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.
“ჩვენ მხარდაჭერასა და ამ მხარდაჭერის ხარისხს განვსაზღვრავთ მოსახლეობასთან შეხვედრებითა და იმ განწყობებით, რაც ჩვენი პარტიისა და, პირველ ყოვლისა, ჩვენი ლიდერის მისამართით მოდის და დარწმუნებული ვარ, ეს შემდგომ კვლევებში ძალიან საგრძნობი იქნება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
NDI-ის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 18 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 6 კი „ნაციონალურ მოძრაობას“.