სოფელი ბედის ანაბარა – კივალინას უიმედო მომავალი

კივალინას დასახლება პატარა კუნძულია ალასკის სანაპიროსთან, რომელიც ნელ-ნელა წყლის ქვეშ იძირება.

ეკოლოგები მას მხოლოდ რამდენიმე წელს უწინასწარმეტყველებენ. ადგილობრივები მუდმივად კატასტროფის მოლოდინში არიან. ფორმალურად, მათ კუნძულზე სტიქიური უბედურება არ ხდება, ამიტომ სახელმწიფოსგან დახმარება არ ეკუთვნით.

კივალინაზე 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად, აბორიგენი ინუპიატები. მიწის ეროზია და ზღვის დონის ამაღლება მუდმივად ამცირებს კუნძულის ფართობს. ხელისუფლებამ, იმ შემთხვევისთვის, თუ მოსახლეობის სწრაფი ევაკუაცია მოუწევს, ხიდი და გზა ააგო.

აღნიშნულ კატასტროფაში ეკოლოგები გლობალურ დათბობას ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები