NDI: გამოკითხულთა 51 პროცენტის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არ არის

გამოკითხული მოსახლეობის 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხულთა 23 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის. 35 პროცენტი აცხადებს, რომ არის, 13-მა პროცენტმა კი არ იცის.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები