მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში “ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ აქვს.
“გუშინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები და ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში „ქართულ ოცნებას“, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ აქვს.
ტელეკომპანია “იმედის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.