მამუკა მდინარაძე: პრემიერის არც ერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება, გარანტიას გაძლევთ

თუ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც მართლა აქვს დამბალანსებლის როლი, ზეპარტიული როლი, მათ შორის კონსტიტუციის მიხედვით, სურს, ასეთივე დაბალანსებული იყოს მისი განცხადება, მაშინ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე, რომელიც საფუძველი იყო ჩვენი გადაწყვეტილების, შესაბამისი და რელევანტური შეფასება უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი განცხადება დაბალანსებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი. არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება, გარანტიას გაძლევთ.

დარწმუნებული ვარ, რადგან იყო რაღაც შეხვედრებზე საუბარი და მათთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. ეს არის გამოგონილი ამბავი. სინამდვილეში შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო, შეხვედრაც იქნებოდა. თუ რომელიმე მედია ამბობს, რომ შეთანხმებულია შეხვედრა და ჩაიშალა, ეს არის ტყუილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები