დავით ზალკალიანი: ეს არის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და იმ საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ- ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესზე საუბრობდა. ზალკალიანის თქმით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით განხორციელდა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავრობის სახელით , გამოხატა მზაობა საქართველომ მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის.
“ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, რა თქმა უნდა ეს არის ასევე საქართველოს რეგიონალური როლის აღიარებაც და ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელწმიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელწმიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები.
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავარობის პოზიცია, რომ თბილის გახდეს პლატფორმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით იმისთვის, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული როგორც აშშ, ისე საქართველო და ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი. სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა, რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორის უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის , საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი , რომ ჩვენც მომავალში ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.