პაატა მანჯგალაძე: “ქართულმა ოცნებამ” იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო შეთანხმებიდან გასვლის განცხადებით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შესძლო ამის გამართლება
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო შეთანხმებიდან გასვლის განცხადებით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შესძლო ამის გამართლება.
“არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს პრეზიდენტი, უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ შეთანხმებიდან გასვლის განცხადებით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შესძლო ამის გამართლება. ბევრ ნაწილში პირდაპირ დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს არის ქვეყნისთვის საზიანო, რომ ასე ჩვენ დასავლელ პარტნიორებში ნდობას ვერ მოვიპოვებთ”,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა – პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.