გიორგი სიორიძე – ყველაფერს გავაკეთებ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს ხარისხს

ეს გახლდათ პოლიტიკური კონსენსუსის ნაყოფი, რომ ოპოზიციონერი მოადგილე უნდა ჰყოლოდა ცესკო-ს თავმჯდომარეს. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომიცხადა ნდობა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული ვარ ცესკოს მიერ, – ამის შესახებ ოპოზიციის მხრიდან, ცესკოს თავმჯდომარის ახლად არჩეულმა წევრმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დემოკრატიის ხარისხი გახდეს უფრო მაღალი.

„ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე ყველა იმ პირს, ვინც ნდობა გამომიცხადა. მთავარი პრინციპი იქნება ამ ქვეყნის სამსახური. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი, საკონსტიტუციო ორგანო და მე ყველაფერს გავაკეთებ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს ხარისხს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები