გიორგი გახარია უკანონო მიყურადებაზე: თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა ჩატარდეს და გამოძიებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს

გიორგი გახარია სენაკში პარტია „საქართველოსთვის” ახალი ოფისი გახსნა. გახარიამ მედიის კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ სავარაუდო მიყურადების ამსახველ ინფორმაციაზეც უპასუხა.

„თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა ჩატარდეს და გამოძიებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს”, – ამბობს გახარია.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ უკვე ჩანს რომ ეს მუნიციპალური არჩევნები ყველაზე ბინძური და სიცრუით გაჯერებული არჩევნები იქნება.

„მე ერთი რამე მინდა გითხრათ – სამწუხაროდ, როგრც ჩანს მუნიციპალური არჩევნები, მიუხედავად იმისა რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოკსიკური ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ყველაზე ტყუილებით გაჯერებული. იმიტომ რომ, უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ”,  – ამბობს პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი.

ჟურნალისტის კითხვაზე იცოდა თუ არა ექსპრემიერმა უკანონო მიყურადებების მიმდინარეობის შესახებ და ჰქონდა თუ არა ამაზე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, გახარიამ ამბობს რომ არ იცის ავთენტურია თუ არა არსებული მასალები და ბიძინა ივანიშვილთან უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის საკითხზე კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

„არ მქონია არასდროს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია, არც ვიცოდი ამის შესახებ”, – განაცხადა გახარიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები