ვახტანგ მეგრელიშვილი: იმდენად მიკერძოებულია ხოლმე კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ჩატარებული
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი კვლევები, ხშირად მიკერძოებულია.
“იმდენად მიკერძოებულია ხოლმე ზოგჯერ კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა გაკეთებული. შარშან ამ დროს “გირჩი” საერთოდ არ იყო IRI-ს კვლევაში, 0% ამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ რაღაც შედეგი მივიღეთ. წელს, მიუხედავად გაყოფისა, 2 “გირჩი” რომ ამოდის კვლევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მე არასდროს მქონდა წარმოდგენა გახარიაზე, როგორც ოპოზიციურსა და მებრძოლზე. შესაბამისად, “ქართული ოცნებისა” და გახარიას ჯამური რეიტინგი, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის სურვილს”, – აცხადებს მეგრელიშვილი.