ირაკლი კობახიძე: როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერი 8 აგვისტოს საზღვარგარეთ მიდიოდა? – ეს არის ტყუილი

8 აგვისტო არის აგვისტოს ომის დღე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერი მიდიოდა 8 აგვისტოს საზღვარგარეთ? – ეს არის ტყუილი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გაუქმეს ლატვიამ და ესტონეთმა ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტები, რომელიც 8-9 აგვისტოს იყო ჩანიშნული.

„ახლა გამოგიჭერთ ტყუილში. 8 აგვისტო არის აგვისტოს ომის დღე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრემიერი მიდიოდა 8 აგვისტოს საზღვარგარეთ? – ეს არის მარტივი ტყუილი, ასე მარტივად შეიძლება თქვენი გამოჭერა ტყუილებში.

თქვენი ტელევიზიები ისეთ ტყუილებს იგონებენ, რომ იმ გათვლასაც ვერ აკეთებენ, 8 აგვისტოს არ დაამთხვიონ ლიტვაში ვიზიტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები