ბექა დავითულიანი – სუს-ის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციაზე: როდესაც კონკრეტული ტელევიზია თემას გამოიგონებს იმისთვის, რომ ამაზე ატეხოს აჟიოტაჟი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, „ვაიმე“ და გამოვიქცეთ?
“როდესაც კონკრეტული ტელევიზია გამოვა და ნებისმიერ თემას გამოიგონებს იმისთვის, რომ ამაზე ატეხოს აჟიოტაჟი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, „ვაიმე“ და გამოვიქცეთ?”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა “მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
დავითულიანის თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკურად არ არის მოტივირებული.
„თუ მოსმენა არაკანონიერია, არსებობს სასამართლო და შესაძლოა, მიმართოთ. ეს მოგონილი თემაა, რომლის აწევაც უნდათ და გადაფარვა სხვა თემებით, თუ ვინმეს აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს ხდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, თუმცა მე მგონია, რომ ეს არის გამოგონილი საქმე. როდესაც კონკრეტული ტელევიზია გამოვა და ნებისმიერ თემას გამოიგონებს იმისთვის, რომ ამაზე ატეხოს აჟიოტაჟი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, „ვაიმე“ და გამოვიქცეთ? არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს.