მამუკა ხაზარაძე: გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით – იმედია, მკაფიოდ დააფიქსირებს თავის აზრს

“ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. იმედია, მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელომ“ შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ გასვლა შეაფასა, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა.

“ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, რომელიც დაინიშნა ქალბატონი პრეზიდენტის მოწვევით და სურვილით. პარტია „ლელომ“ შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ გასვლა შევაფასეთ, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა და უპატივცემულობა არამხოლოდ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის, არამედ იმ პარტნიორების, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ჩართული იყვნენ ამ ხელშეკრულების შედგენაში და გაფორმებაში. ამაში იგულისხმება როგორც მთელი ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები და ის ქვეყნები, რომლებიც ინტენსიურად იყვნენ ამაში ჩართული. ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმედია, იგი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას. ის შეხვდა შარლ მიშელს იმავე საღამოს და ბუნებრივია, ამ თემაზე გვექნება საუბარი“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები