არ არსებობს ძალა, რაც მაიძულებს, ჩემი ქვეყანა ვლანძღო და ვაძაგო, ან აქ ჩამოსვლის მსურველს ვუთხრა, რომ საშინელი ქვეყანაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ერს ერთეული ცუდი გამოერევა, ეს არ უნდა განვაზოგადოთ.
,,არ არსებობს ძალა, რაც მაიძულებს, ჩემი ქვეყანა ვლანძღო და ვაძაგო, ან აქ ჩამოსვლის მსურველს ვუთხრა, რომ საშინელი ქვეყანაა; რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხში, მრავალფეროვან ბუნებასა და კუთხეებში მათ არ ელიან ან მტრულად განწყობილები ხვდებიან.
მაშინაც კი, როცა ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა წინა რეჟიმმა ჩემს ოჯახს, არ გამჩენია სურვილი ქვეყანა დამეტოვებინა ან ჩემს ხალხზე საშინელებები მეფიქრა.
ჩვენ მშვენიერი ქვეყანა გვაქვს, ადამიანებიც არაჩვეულებრივი და კარგები, ნიჭიერი და თავისუფლების მოსურნე და თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა, ნუ განვაზოგადებთ ამას მთელს ერზე.
ჩვენი სამშობლო უნიკალურია და სხვისას მირჩევნია,”- წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.