ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი შეხვედრის დროს განხილული მთავარი საკითხების შესახებ საუბრობს.
“ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყანა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს და რომელიც “ქართულ ოცნებას” ჯერ არ გაუკეთებია და როგორც ჩანს, არც აპირებს, რომ გააკეთოს. ვისაუბრეთ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ვისაუბრეთ ასევე 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და ასევე, იმ სიტუაციაზე, რაც მედიას უკავშირდება ბოლო პერიოდში”, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.