პაატა მანჯგალაძე: სააკაშვილი როდის ჩამოვა, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ვფიქრობ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის სწორი არ არის მისი ჩამოსვლა არჩევნების წინ
„ყოფილ პრეზიდენტს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება. როდის ჩამოვა, ეს მისი გადასაწყვეტია, შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს”, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოსვლის დაანონსებას.
მისივე შეფასებით, საარჩევნო მიზნებისთვის არჩევნების წინ სააკაშვილის ჩამოსვლა სწორი არ არის.
„ყოფილ პრეზიდენტს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება. როდის ჩამოვა, ეს მისი გადასაწყვეტია, შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს. ვფიქრობ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის სწორი არ არის მისი არჩევნების წინ ჩამოსვლა. ჩვენ არ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი იმის თაობაზე, სააკაშვილის ჩამოსვლა ვის უნდა, რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ, „ქართული ოცნების“ შეცვლაზე. ეს არის სტრატეგიული შეცდომა არჩევნების წინ, რითაც „ქართული ოცნება” სარგებლობს, მაგრამ ჩვენ ვერავის დავუშლით ჩამოსვლას. საარჩევნოდ ასეთი ჰიპოთეტური საფრთხეებით სარგებლობს „ქართული ოცნება” 9 წლის განმავლობაში და მათ ამ ნარატივის შექმნაში სააკაშვილის განცხადება ეხმარება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.