მიხეილ ჩხენკელი: მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის

“მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დასახული მიზნების განხორციელება განათლების სისტემაში ჩართული თითოეული ადამიანის მხარდაჭერისა და ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის. მადლობა პარლამენტის წევრებს, ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქართული განათლების სისტემის განვითარებაში. ჩვენი გუნდის მიერ დასახული მიზნების განხორციელება შეუძლებელია განათლების სისტემაში ჩართული თითოეული ადამიანის მხარდაჭერისა და ძალისხმევის გარეშე. პედაგოგებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, განათლების სისტემის წარმომადგენლებო, თქვენი ჩართულობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები