მერაბ გამყრელიძე და რევაზ ჯაველიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა რეგიონებში მიმდინარე პროექტები.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს რეგიონებში სოფლის მეურნეობის, განათლების, სოციალურ და სხვა სფეროებში პროექტების განხორციელებაში UNDP-ის და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის როლის შესახებ.
“მერაბ გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა UNDP-ის ნაყოფიერი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აქტიურად იქნება ჩართული მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებთან კოორდინაციის საკითხში, პროექტების შემდგომი ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.
UNDP-ის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონებში მიმდინარე პროექტების შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ხაზი გაესვა იმ სფეროებს, სადაც აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა რიგი პრობლემების აღმოსაფხვრელად. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურებაზე და რეგიონებში არსებული საჭიროებებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები