ვიოლა ფონ კრამონი: მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, ეს მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოში იმყოფება, სხვადასხვა პარტიის ლიდერებს ხვდება.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, რაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა.

“მე მქონდა გეგმები, ვიდრე გუშინ აღმოვაჩენდი, რომ “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ გადაწყვიტა მრავალპარტიული შეთანხმებიდან უკან დაეხია. შეთანხმებიდან, რომელიც მრავალპარტიულია და მხოლოდ ერთი პარტია ვერ გადაწყვეტს, რომ იგი დაასრულოს და თქვას, რომ იგი ამოწურულია.

არანაირი მისია არ მაქვს, გარდა ჟან მონეს დიალოგისა, თუმცა ამ ახალ სიტუაციაში, როდესაც მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის საპარლამენტო მომავალს, ეს მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ყველა ჩვენგანისთვის და სწორედ ამიტომ ვცდილობ ადგილზევე გარკვევას სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ძალიან ნათელია, თუ რას განვიხილავთ, კერძოდ იმას, თუ რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის. ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული და როგორ გამოიყურება ევროპული გზა თუ შიდა პოლიტიკა ამ მომენტში ასე თავდაყირა დგას. რაც ახლა ხდება, ძალიან იმედის გამაცრუებელი და სამწუხაროა. მართლად ღრმად ვარ შეშფოთებული”, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი “კურიერთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები