ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ის თბილისში უკრაინიდან ჩამოფრინდა.

საქართველოში კრამონის ვიზიტი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

საქართველოში ჩამოსვლამდე ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას “ტვიტერზე”გამოეხმაურა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები