ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით

ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიან განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმოანება, სადაც ის ამბობს, რომ “მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს უბრუნდებიან”.

“რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია ! ოღონდ ეს ის შემთხვევა არ არის როდესაც დანაშაულის აღიარება, ავტომატურად სასჯელის შემსუბუქებას ნიშნავს.

სასჯელი კი ძალიან მძიმე გაქვთ ხალხის უნდობლობა და არა სიყვარული ( შემეძლო მეთქვა სიძულვილი, მაგრამ ნახეთ- არ ვამბობ!)!
ისე, მართლა მაინტერესებს ახლა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით თუ …ბარემ თქვით, რა გერიდებათ, უარესებიც გითქვამთ და …”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები