გია ვოლსკი: საბოტაჟის რეჟიმში, დოკუმენტის შინაარსს მომავალი არ აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას გამოეხმაურა.
“ამ შეთანხმებაში დევს პათოსი რაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ჰქონდეთ დიალოგი და გააგრძელონ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ამ შინაარსს ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არ აქვს არანაირი მომავალი, იმ საბოტაჟის რეჟიმში, რომელსაც ისინი ახორციელებენ.
43-ის თუ 53-ის და თუ გინდა მეტის აღების შემთხვევაში, მზად ვართ მათ შორის, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან ერთად, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, გავაკეთოთ რიგგარეშე არჩევნები თუ არ გავაკეთოთ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.