მამუკა მდინარაძე: გვარამიამ აღიარა, რომ ,,ნაცმოძრაობის” მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდება

„ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ,,ნაცმოძრაობის” მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება საქმიანობას უბრუნდება, “ – ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას.

„ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ,,ნაცმოძრაობის” მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ,,ნაცპოლიტიკოსებს”, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას.

2. ჩემს სიტყვებში რუსული ნარატივის ამოკითხვას ჭირდებოდა ლოგიკიდან ამოვარდნილი განსაკუთრებული ნაცური “ლოგიკა”.

3. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას – 100 დღე ველოდეთ, პირობებს ვასრულებდით, პოლარიზაციის ხარისხი პირიქით, გაიზარდა…

ცდილობენ. პოლიტიკა და პარადოქსი ერთი მნიშვნელობის ორ სიტყვად აქციონ“, – წერს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები