ვახტანგ მეგრელიშვილი: 10 პროცენტით აწია თამასა “ქართულმა ოცნებამ” ეს ნიშნავს, რომ ან ძალიან დარწმუნებულები არიან საკუთარ რეიტინგში ან თავად უნდათ რიგგარეშე არჩევნები
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტან მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.
„ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებს. მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ისევე აძლიერებს “ქართულ ოცნებას”, როგორც “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება გააძლიერებს “ნაციონალურ მოძრაობას”. 53 პროცენტიანი ბარიერი, რომელიც ფაქტიურად 10 პროცენტით აწია თამასა “ქართულმა ოცნებამ” ეს ნიშნავს, რომ ან ძალიან დარწმუნებულები არიან საკუთარ რეიტინგში ან თავად უნდათ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.