ვახტანგ მეგრელიშვილი: მნიშვნელოვანი მგონია არჩევნების ჩატარება და არჩევნებამდე ისე მისვლა, რომ ახლიდან არ დავიწყოთ მიტინგომანია

“გირჩის” წევრი, დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ 5 ივლისის მოვლენები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს.

მისივე თქმით, თუ ქართველი ხალხი ჩათვლის რომ 5 ივლისი ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, მაშინ ხმებსაც ვერ მიიღებს შესაბამისი რაოდენობით.

„როგორც მედიიდან მესმის ვიღაცებზე პროცესები მიმდინარეობს, ანუ “ოცნება” აჩვენებს, რომ რაღაცას შვება, მაგრამ არ მჯერა, რომ იმ სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც გვაქვს, საზოგადოება იქნება კმაყოფილი ამ პროცესით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა ეს „ქეისი“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოძიებულიყო. მე არ შემიძლია სრულად დავეყრდნო არც მედიაში გავრცელებულ და არც „ქართული ოცნების” მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ადამიანები დავადანაშაულო, მაგრამ ფაქტი სახეზეა – 5 ივლისს მოხდა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევა და სახელმწიფოს ფუნქციის შეუსრულებლობით დადგა ფაქტი. ამაში ვინაა დამნაშავე სათანადო პროცესი უნდა იყოს წარმართული, ამის იმედი არ მაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება მედიაში საჯაროდ და არც სასამართლოში, ამიტომ პარლამენტს უნდა გამოეძიებინა ეს „ქეისი“. ჩვენ რომ ეს პროცესი გადავზარდოთ კრიზისში, შეიძლება, 2 თვეში ვერ ჩავატაროთ არჩევნები და მე უფრო მნიშვნელოვანი მგონია არჩევნების ჩატარება და არჩევნებამდე ისე მისვლა, რომ ახლიდან არ დავიწყოთ მიტინგომანია და ვინ უნდა დავიჭიროთ ამის ძახილი, თუ ქართველი ხალხი ჩათვლის რომ 5 ივლისი ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, მაშინ ხმებსაც ვერ მიიღებს შესაბამისი რაოდენობით”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები