გურამ მაჭარაშვილი – ჯარიმების ამნისტიაზე: ვითვალისწინებთ სოციალურ მდგომარეობას

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების ამნისტიას ჰუმანურ აქტად აფასებს.

“პრემიერის ინიციატივით შემოვიდა ამნისტია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაჯარიმებულები არიან, შესაბამისად, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, ეს ერთი მხრივ არის პრევენცია, რომ არ მოხდეს დარღვევა, მეორეს მხრივ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სოციალური მდგომარეობა ისეთია ქვეყანაში, რომ ამ ადამიანების მიმართ შეიძლება ასეთი ჰუმანური აქტი იქნას გამოცემული”,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

იზოლაციის, კარანტინის, პირბადის ტარების წესისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, მთვარობის ინიციატივა დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხება და ჩამოწერილი იქნება 76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები