კახა კუჭავა: ევროკავშირის დროშა – ეს არ არის უბრალოდ დროშა, რომელიც ამა თუ იმ შენობის წინ არის აღმართული, ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციით განსაზღვრული არჩევანი

ევროკავშირის დროშა – ეს არ არის უბრალოდ დროშა, რომელიც ამა თუ იმ შენობის წინ არის აღმართული, ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციით განსაზღვრული არჩევანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ასეთი ვანდალური ქმედებით მიყენებულ ზიანს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

„ევროკავშირის დროშა – ეს არ არის უბრალოდ დროშა, რომელიც ამა თუ იმ შენობის წინ არის აღმართული, ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციით განსაზღვრული არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, შევძლოთ, ბოლომდე დავიცვათ ეს არჩევანი და გარკვეული ჯგუფების მიერ ასეთი ვანდალური ქმედებით მიყენებულ ზიანს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. როდესაც მეორე დღესვე ჩემს იურისტებთან ერთად მოვიკითხე რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ბაზაში მსგავსი არაფერი გვაქვს. სხვათა შორის, საერთაშორისო პრაქტიკაც მოვიკითხეთ და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მოხდა, შემდეგ მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ დაეცვათ დროშა და სიმბოლიკა. ბაზა შევისწავლეთ, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირდა. და ძალიან მიხარია, რომ ის არის ერთი პატარა ჯგუფის მიერ დარეგისტრირებული, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი იღებს მონაწილეობას ამ კანონპროექტის შემუშავებაში“, – განაცხადა კუჭავამ.

6 ივლისს ევროკავშირის დროშა პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. მეორე დღეს კახა კუჭავამ დროშა ისევ აღმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები