ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდნენ
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრი, ხათუნა კვიციანი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
„ჩვენი სურვილია, ყაზახეთის საერთაშორისო ექსპერტი ჩავრთოთ ჩვენს სამუშაო ჯგუფში, რომელიც სახელოვნებო განათლების რეფორმას შეეხება.
ყაზახეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და ჩვენი კომიტეტის დაახლოების მიზნით, ვგეგმავთ, ვეწვიოთ ყაზახეთს, ასევე, ვუმასპინძლოთ მათ საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.