თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური, დაახლოებით, 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული
“ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური, დაახლოებით, 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი.
„ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება არის მაქსიმალური, ემატება კიდევ საწოლფონდი, დაახლოებით 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, ასევე დაემატა კოვიდსასტუმროები, რათა არ შეიქმნას პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ან კოვიდკლინიკებში გადაყვანის პრობლემა. სრულად არის მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ბინაზე მოვლა და მართვა იყოს შესაბამისი. საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეამინაციაში. ბავშვებში არის შემთხვევები, უმეტესი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება სამ დღეს, არის ერთეული, შედარებით მძიმე შემთხვევა, რომლის დაყოვნებაც არის უფრო ხანგრძლივი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.