მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია დესტრუქციას აპირებს და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ უჭერს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციას აპირებს და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ უჭერს.

მისი თქმით, ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს.

„წინასწარ ჩანს, რომ აპირებენ, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გახადონ, მინიმუმ, სამსჯელო ლეგიტიმაციის პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად ასეთი დახვეწილი და რისკების გამომრიცხავი ნორმებისა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ შეთანხმების თანახმად, მაინც დესტრუქციას აპირებენ და არ უჭერენ მხარს კანდიდატებს, რომლებთან დაკავშირებითაც არგუმენტი არ აქვთ. ამბობენ, რომ თითქოს ვიღაცას კვალიფიკაცია, ობიექტურობა აკლია, მაგრამ საიდან მოიტანეს ეს, როცა ჩანდა, რომ ღირსეული კანდიდატები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ მხარს დავუჭერთ. თუ მესამე მოსმენის და კენჭისყრისას არ ექნება 90 ხმა თითოეულ მათგანს, ამის შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობა უზრუნველყოფს მათ არჩევას, ოპოზიცია მათ მხარს უარგუმენტოდ არ უჭერს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები