იგეგმება თუ არა სექტემბრიდან სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გაგრძელება – თამარ გაბუნიას განმარტება

“ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებით, წინ გვაქვს მთელი აგვისტო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ ვისაც აქვს სურვილი, დროულად დარეგისტრირდეს და ვაქცინა მიიღოს.

“ვფიქრობ, რომ ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებით, წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო. განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ჯგუფები მასწავლებლების, ასევე, სხვა თანამშრომლების, ვისაც აქვს დღეს ამის სურვილი, რომ ხელი შევუწყოთ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც დღეს ამის სურვილი არ აქვს, მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვეტილებაც დროულად მიიღონ, რომ ხელი შეუწყონ ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნებას,”- განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები