შალვა პაპუაშვილი: ის ჯგუფი, რომელიც ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, არის დესტრუქციისა და რადიკალიზაციის მომხრე

“ის ჯგუფი, რომელიც ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, არის დესტრუქციისა და რადიკალიზაციის მომხრე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის დოკუმენტზე ხელის არმოწერა დეპოლარიზაციაზე უარს ნიშნავს.

„19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იმ რეფორმებთან ერთად, რომელიც იქ არის გაწერილი, დეპოლარიზაცია და პარტიული კონკურენციაა, რომელიც გარკვეულ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. ამ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს უარს დეპოლარიზაციაზე. ნიშნავს, რომ ის ჯგუფი, რომელიც ხელს არ აწერს და არ აღიარებს ამ შეთანხმებას, არის დესტრუქციისა და რადიკალიზაციის მომხრე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები