გიორგი ვაშაძე: თუ არჩევნებზე ძლიერი მესამე ძალის კანდიდატურას დავაყენებთ, მას შესაძლებლობა ექნება, კახა კალაძე მეორე ტურში დაამარცხოს

“თუ ჩვენ არჩევნებზე ძლიერი მესამე ძალის კანდიდატურას დავაყენებთ, მას შესაძლებლობა ექნება, კახა კალაძე მეორე ტურში დაამარცხოს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის არ არის – არჩევანია აწმყოსა და მომავალს შორის.

„თუ ჩვენ არჩევნებზე ძლიერი მესამე ძალის კანდიდატურას დავაყენებთ, მას შესაძლებლობა ექნება, კახა კალაძე მეორე ტურში დაამარცხოს. ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მერობის კანდიდატი მან წარადგინოს, ასევე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს ყველა პოზიციაზე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის არ არის – არჩევანია აწმყოსა და მომავალს შორის. მე, ჩვენს გუნდთან ერთად, ამაზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოხდება, ხოლო შემდეგი ეტაპის კონსოლიდაცია – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვმსჯელობთ როგორც კონკრეტულ პარტიებთან, ასევე პიროვნებებთან, ვინც შეიძლება პოლიტიკაში ჩაერთონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები