სალომე სამადაშვილი – ჯიმ რიშის განცხადებაზე: ხედავენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების დროა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, კონგრესმენები და პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების დროა.
“ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ესმით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და როდესაც ჩადის საქართველოს მმართველი გუნდის დელეგაცია, ერთ რამეს ეუბნებიან, შემდეგ ჩამოდიან და სულ სხვა რამეს აკეთებენ. ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკური ცვლილებების დრო არის ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხი”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა: “სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს – ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე, რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება”.